პეტა უილსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტა უილსონი
მშობლიური სახელი Peta Wilson
დაბადების სახელი პეტა გია უილსონი
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1970 (1970-11-18) (53 წლის)
სიდნეი, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიელი
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1995—დღემდე
პარტნიორ(ებ)ი დემიენ ჰარისი (1997–2002)
შვილ(ებ)ი 1

პეტა გია უილსონი (ინგლ. Peta Gia Wilson; დ. 18 ნოემბერი, 1970, სიდნეი) — ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი. ყველაზე ცნობილია ნიკიტას როლით, სერიალიდან „მას ერქვა ნიკიტა“ (1997—2001).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტა გია უილსონი სიდნეიში, გადამდგარი ოფიცრის დარსი უილსონისა და სურსათის დამტარებლის ქარლენ უაითის ოჯახში დაიბადა. ოთხი წლის შემდეგ მას ძმა რობი მოევლინა.

1975 წელს პეტა პაპუა-ახალი გვინეაში გადავიდა და ცხრა თვით მალარიით იყო ავად. ბებია ელისაბეთმა შვილიშვილი ფეხზე დააყენა და მის შემდგომ ფიზიკურ აღზრდაზეც დაიწყო ზრუნვა. დილის ოთხზე აყენებდა, ცივ-ცივი წყლით ბანდა, ერბო-კვერცხის შემდეგ კი საკალათბურთო სექციაზე უშვებდა სავარჯიშოდ. ოდნავ მოგვიანებით, უკვე სკოლის საშუალო კლასებში, ძმის, რობის ჯინაზე პეტამ ძიუდოში დაიწყო ვარჯიში.

მომხიბვლელი დედა ქალიშვილის გარეგნობით სერიოზულად იყო შეწუხებული. „გრძელი, კუთხოვანი, მკვეთრი, გოგონა კი არა, ლაწირაკი ბიჭი მეზრდება“ — ფიქრობდა ქარლენი. ამიტომაც მან პეტა ცეკვის წრეში ჩაწერა, საიდანაც გოგონა სულ გამორბოდა. დედის მიერ ნაყიდ კაბებს პეტა შინაური ცხოველების ქვეშაგებად იყენებდა. მამამისი კი ხედავდა ცოლის მწუხარებას, მაგრამ, გულის სიღრმეში საყვარელი ქალიშვილით ამაყობდა. პეტასთან და რობისთან ერთად, მამამისმა სამდინარო რეგატა მოიგო და ტუალეტის საჯდომიც ერგო პრიზად, რომელსაც დღემდე ინახავს სახლში.

ამის მერე პეტა ხშირად გადადიოდა ბინიდან ბინაში, იცვლიდა სკოლებს ყველა ექვს თვეში. რვა წლისამ დედასთან ერთად სასტუმროში გაატარა ახალი წელი. პეტამ ახალი ადგილების მიჩვევა და, გულკეთილი ხასიათის წყალობით, ახალი მეგობრების შეძენა ისწავლა, რაც მას მომავალ ცხოვრებაშიც დაეხმარა. 1895 წელს მისი მშობლები განქორწინდნენ, რაც არასდროს არ განუცხადებიათ ხმამაღლა. „მე დედასთან ვცხოვრობდი, ჩემი ძმა კი მამასთან, რაც საკმაოდ რთული იყო, ამიტომ, ავდექი და ბებია-ბაბუასთან გადავედი საცხოვრებლად“ — იხსენებს ქერათმიანი ლამაზმანი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს პეტამ ჩემოდნები ჩააწყო და ლოს-ანჯელესში გადავიდა. სამსახიობო კურსი გაიარა და რამდენიმე უმნიშვნელო როლიც მიიღო დამოუკიდებელ ფილმებში — „უიღბლო“, „ერთ-ერთი ჩვენგანი“ და სერიალებში — „მთიელი“ და „უცნობი“.

1996 წელს პეტა უკვე მზად იყო ლოს-ანჯელესი მიეტოვებინა და ნიუ-იორკში გადასულიყო თეატრალურში სასწავლებლად. მაგრამ, მანამდე ის თავისმა აგენტმა დაიყოლია სატელევიზიო სერიალის „მას ერქვა ნიკიტა“ სინჯებზე მისულიყო. დიდი მოლოდინის არქონის მიუხედავად, თან ისე, რომ არც კი იყო დარწმუნებული სურდა თუ არა სერიალში გადაღება, პეტა სინჯებზე მივიდა და 200-ზე მეტ მსახიობ ქალში ამოარჩიეს.

გადაღებებისათვის ორი თვე ემზადებოდა, ამასობაში ტაეკვანდოს, ხელჩართული ჩხუბისა და კიკბოქსინგის ხელოვნებას აქტიურად ეუფლებოდა. ტელესერიალი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

2000 წელს პეტას ტელეარხ Showtime-ის მინისერიალში „გოგონები დიდ ქალაქში“ იღებენ. ამის შემდგომ ის ტილ შვაიგერთან და ლეონარდ რობერტსთან ერთად ფილმზე „ჯო და მაქსი“ იწყებს მუშაობას. 2001 წელს პეტას მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნა ხვდა წილად. ამის შემდეგ ის იმდროინდელ პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა.

2002 წლის ივნისში სტუდია 20th Century Fox-ის მიწვევას იღებს ფილმ „გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგის“ გადაღებაზე, სადაც ვამპირ ვილჰელმინა ჰარქერის როლი განასახიერა. ამ პერსონაჟის სახეში რომ ჩამჯდარიყო, მას ბრჭყალებისა და სპეციალური ლინზების ტარება მოუწია. ფილმს უამრავი თოქ-შოუ და პრიალა ჟურნალების გარეკანზე გადაღებებისათვის მიწვევები მოჰყვა. პეტა მოკლე ხანში მაყურებელმა იხილა ისეთი გამოცემების გარეკანზე, როგორებიცაა: „People“, „Gear“, „FHM“, „Maxim“, „Playboy“, „Premiere“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს ერთი ვაჟიშვილი - მარლოუ ჰარისი[1], რომელიც 2002 წელს დაიბადა[2][3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1995 სექსის მწუხარება The Sadness of Sex მისი ოცნებების გოგონა
1995 შიშველი ჯეინი Naked Jane მარისა
1996 მთიელი Highlander ინსპექტორი
1996 უცნობები Strangers მართა
1996 ტფ ქალის აღიარება Woman Undone რეგისტრატორი
1996 უიღბლო Loser ალიშა რურკი
1997 მოუხელთებელი Vanishing Point მოტოციკლისტი გოგონა
1997 ერთ-ერთი ჩვენეული One of Our Own ჯენიფერ ვონი
1997–2001 მას ერქვა ნიკიტა La Femme Nikita ნიკიტა
2000 მოწყალება Mercy ვიკი კიტრი
2001 სხვა ხალხი Other People ჰარიეტ სტოუნი
2001 გოგონები დიდ ქალაქში A Girl Thing ალექსი
2002 ტფ ჯოუ და მაქსი Joe and Max ენი ონდრა
2003 არაჩვეულებრივ ჯენტლმენთა ლიგა The League of Extraordinary Gentlemen მინა ჰარკერი
2004 ტფ False Pretenses დი დი
2005 ჯონი ზერო Jonny Zero ელი
2006 Two Twisted მიშა სპარკლი
2006 სუპერმენის დაბრუნება Superman Returns ბობი ფეი
2007 ღამის ბაღები Gardens of the Night სარა
2009 ლამაზი Beautiful შერი
2008 ტფ მალიბუს ზვიგენები Malibu Shark Attack ჰიზერი
2010 დანაშაულის ადგილი: მაიამი CSI: Miami ამანდა კალავერასი
2010 Errand boy ჯენი
2011 სადღაც ღამით Somewhere Tonight
2011 განმათავისუფლებელი Liberator მარია კრისუელი
2012 მაძიებელი The Finder პოპი
2015 Dutch Kills ლედი ბიშოპი
2017 მაიკლ ჰატჩინსი: უკანასკნელი როკვარსკვლავი Michael Hutchence: The Last Rockstar თვითონ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2011-03-25.
  2. http://people.famouswhy.com/peta_wilson/
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-09. ციტირების თარიღი: 2011-03-25.