დიდი ქვიშიანი უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უდაბნო აღნიშნულია წითელი ფერით

დიდი ქვიშიანი უდაბნო (ინგლ. Great Sandy Desert) — უდაბნო დასავლეთ ავსტრალიაში, ეკვატორულ სარტყელში. უდაბნო ვრცელდება ორ შტატში დასავლეთი ავსტრალიაში და ჩრდილოეთი ტერიტორიაზე და მიეკუთვნება დასავლეთის უდაბნოების ჯგუფს.

ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია და შეადგენს 360 000 კმ², ტერიტორიით დიდი ქვიშიანი უდაბნო ოდნავ ჩამორჩება იაპონიას. დიდი ქვიშიანი უდაბნოს ესაზღვრება ავსტრალიის ორი უდაბნო ესენია გიბსონის უდაბნო და ტანამის უდაბნო. უდაბნოს ტერიტორია აღწევს ინდოეთის ოკეანემდე. სწორედ აქ მდებარეობს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული ულურუ-კატა ტიუტას ეროვნული პარკი.

აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 300 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით ამ ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა შეადგენს 35 °C, ხოლო ზამთრობით 20—15 °С.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]