ახალი კალედონია
|
|||||
| ჰიმნი: მარსელიეზა | |||||
| დედაქალაქი | ნუმეა |
||||
| უდიდესი ქალაქი | ნუმეა | ||||
| ოფიც. ენები | ფრანგული | ||||
| მთავრობა | საფრანგეთის ასოცირებული წევრი | ||||
| -პრეზიდენტი | ნიკოლა სარკოზი | ||||
| -მთავრობის წარმომადგენელი | ფილიპ გომესი | ||||
| -უზენაესი კომისარი | ივ დასონვილი | ||||
| ფართობი - საერთო |
18 575 კმ²(154-ე) |
||||
| მოსახლეობა - 2009 სავ. - სიმჭიდროვე |
249 000 (178-ე) 13/კმ² |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2006მიახლ. 8.82 მლრდ. $ 36 376 $ |
||||
| ვალუტა | საფრანგეთის წყნაროკეანური ფრანკი (XPF) |
||||
| დროის სარტყელი | 11 | ||||
| ccTLD | .nc | ||||
| სატელეფონო კოდი | +687 |
||||
ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) - საფრანგეთის ზღვისგადაღმა, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ასოცირებული დეპარტამენტი, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან - ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ფიჯი. დედაქალაქია - ნუმეა.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
კუნძულ ახალი კალედონიის უდიდესი ნაწილი მთიანია (უმაღლესი მწვერვალია - მთა პანე, 1 628 მ). სანაპირო საკმაოდ შეჭრილია და მოფენილია ზღვის უამრავი უბით. კუნძული გარშემორტყმულია ყველაზე გრძელი ახალი კალედონიის ბარიერული რიფით.
კლიმატი სასიამოვნოა. საშუალო წლიური ტემპერატურაა — 23-24,5°. კუნძულზე საკმაოდ ბევრი მდინარეა, ტყე კუნძულის ტერიტორიის 15 %-ს მოიცავს. აქ გავრცელებულია ძვირფასი ხის ჯიშები, მათ შორის: წოწვოვანი ხე კაური, ახალკალედონიური ფიჭვი, ხე ნიაული და ა. შ. ახალი კალედონიის ცხოველთა სამყარო ღარიბია.
[რედაქტირება] ისტორია
კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ჯეიმს კუკმა და უწოდა თავისი სამშობლოს შოტლანდიის ძველი სახელი - კალედონია. ევროპელების აქტიური გადასვლა კუნძულზე დაიწყო 1840-იანი წლებიდან, ესენი იყვნენ სანთლის ხით მოვაჭრეები, რომელთაც შემდეგ მოჰყვნენ ინგლისელი და ფრანგი მისიონერები. 1853 წელს საფრანგეთმა ახალი კალედონია თავის კოლონიად გამოაცხადა. 1946 წელს კუნძულმა მიიღო საფრანგეთის ზღვისგადაღმა სამფლობელოს სტატუსი. 1980-1990-იან წლებში დაიწყო მასიური გამოსვლები. ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობა (მელანეზიელები) გამოდიოდნენ კუნძულის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
[რედაქტირება] პოლიტიკური წყობილება
[რედაქტირება] ადმინისტაციულ-ტერიტორიული მოწყობა
ახალი კალედონია შედგება სამი პროვინციისაგან, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან კომუნებად.
| სამხრეთი პროვინცია | ჩრდილოეთი პროვინცია | ლუაიოტე |
|---|---|---|
|
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობის რაოდენობა — 249.0 тыс. (01.01.2009).
- წლიური მატება — 1,1 %.
- ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა — 75 лет.
- ბავშვთა სიკდილიანობა — 7 ბავშვი 1000-ზე.
- ეთნიკური შემადგენლობა: მელანეზიელები (კანაკი) 42,5 %, თეთრკანიანები (ძირითადად ფრანგები) 37,1 %, უვეანები და ფუტუნანები 8,4 %, პოლინეზიელები 3,8 %, ინდონეზიელები 3,6 %, ვიეტნამელები 1,6 %, სხვა 3 %.
- ენები: ფრანგული (ოფიციალური), ასევე 33 მელანეზიური და პოლინეზიური დიალექტი.
- რელიგია: მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია (კათოლიკე — 60 %, პროტესტანტი — 30 %), ასევე მუსულმანი-სუნიტები (4 %). მელანეზიელები ქრისტიანობასთან ერთად ინარჩუნებენ ტრადიციულ ადგილობრივ სარწმუნოებას.
- წერა-კითხვის მცოდნეა — 96 %.
- ქალაქის მოსახლეობა — 65 %.
[რედაქტირება] ეკონომიკა
[რედაქტირება] კულტურა
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||||||||||||||||||||||||||
