კენგურუ (კუნძული)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კენგურუ (Kangaroo), კუნძული ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან. ფართობი 4351 კმ2. ზედაპირი ვაკეა. ჰავა სუბტროპიკულია. ნალექები 600 მმ-მდე წელიწადში. გაბატონებულია ქსეროფილური ბუჩქნარები და ევკალიპტის მშრალი ტყეები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 466, თბ., 1980 წელი.
|
|||||||||||||||||||