ავსტრალიის ალპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრალიის ალპები მდ. სნოუიდან, ვიქტორია
ავსტრალიის ალპების ეროვნული პარკი

ავსტრალიის ალპები (ინგლ. Australian Alps) — უმაღლესი მთათა სისტემა ავსტრალიაში. იგი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში და გადაჭიმულია ფედერალურ ტერიტორიაზე. სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიგანე 150 კმ-მდე, სიმაღლე 1700-2000 მ, მაქსიმალური — 2228 მ (მთა კოსციუშკო, კონტინენტის უმაღლესი წერტილი). ალპები ერთადერთი ადგილია ავსტრალიაში, სადაც რეგულარულად თოვს.

ავსტრალიის ალპები წარმოადგენს დიდი წყალგამყოფი ქედის ნაწილს. სნოუის მთები, რომელიც მდებარეობს ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიის ალპების ნაწილია. ავსტრალიის ალპები დარღვეული ჰორსტული მასივია. აგებულია პალეოზოური დანალექი ქანებითა და გრანიტის ინტრუზივებით. ატყვია მეოთხეული გამყინვარების კვალი (მორენები, კარები და პატარა მყინვარული ტბები). ჩრდილოეთ-დასავლეთ კალთებზე სათავე აქვს მდინარე მურეის. ფერდობები 1200-1300 მ-მდე შემოსილია ხშირი ტყებით (ევკალიპტი, ხეგვიმრა), ზემოთ ტანბრეცილი ტყე, ბუჩქნარი და მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

ავსტრალიის ალპები