ფედერალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფედერალური სახელმწიფოები მსოფლიო რუქაზე
მმართველობის ფორმები
რედ.

ფედერალიზმი (ლათ. foedus — შეთანხმება, ხელშეკრულება) — სახელმწიფოს მოწყობის ფორმა, რომლის დროს ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს მინიჭებული აქვთ შესამჩნევი თვითმმართველობა.

ფედერალიზმის საწინააღმდეგო ცნებაა უნიტარიზმი.

უფრო ფართო გაგებით ფედერალიზმი ნიშნავს რაიმე ერთიანი სისტემის ისეთნაირად ორგანიზებას, რომ ამ სისტემის ცალკეულ ნაწილებს შესამჩნევი თავისუფლება უნარჩუნდებათ.

ფედერაციული სახელმწიფო შედგება რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისაგან, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვითმართველობით სარგებლობენ. მათ აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ორგანოები და სხვა სახელმწიფოებრივი ატრიბუტები. თავიანთ შემადგენლობაში არსებულ წარმონაქმნებს მოიხსენიებენ როგორც ფედერაციის ობიექტებს. მაგ. შტატები, მიწები, პროვინციები.

ფედერაციული ქვეყნებია: აშშ, კანადა, გერმანია, ბელგია, მალაიზია, ინდოეთი, სუდანი და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]