ჰით ლეჯერი
| ჰით ლეჯერი | |
ლეჯერი 2006 წლის ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე. |
|
| დაბადების სახელი | ჰით ენდრიუ ლეჯერი |
| დაბადების ადგილი | პერთი, დასავლეთი ავსტრალია |
| დაიბადა | 4 აპრილი, 1979 |
| გარდაიცვალა | 22 იანვარი, 2008 (28 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
| საქმიანობა | მსახიობი, მუსიკალური პროდიუსერი |
| მეუღლე(ები) | მიშელ უილიამსი (2005–2007, 1 შვილი) |
| ოსკარი | |
|---|---|
| მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება | |
ჰით ენდრიუ ლეჯერი (დ. 4 აპრილი, 1979 – გ. 22 იანვარი, 2008) — ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც თამაშობდა როგორც ფილმებში, ასევე სატელევიზიო სერიალებში. მას შემდეგ, რაც ითამაშა როლები ავსტრალიის ტელევიზიასა და ფილმებში 1990-იანების განმავლობაში, 1998 წელს ლეჯერი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში საკუთარი საფილმო კარიერის გასავითარებლად. მისი კარიერა მოიცავს ცხრამეტ ფილმს, მათ შორის: „ჩემი სიძულვილის ათი მიზეზი“ (1999), „პატრიოტი“ (2000), „მონსტრების წვეულება“ (2001), „რაინდის ისტორია“ (2001), „ნედ კელი“ (2003), „კუზიანი მთა“ (2005) და „ბნელი რაინდი“ (2008).[1] მსახიობობასთან ერთად იყო მუსიკალური ვიდეოების პროდიუსერი და რეჟისორი და ესწრაფოდა, გამხდარიყო კინორეჟისორი.[2]
ენის დელ მარის განსახიერებით ფილმში „კუზიანი მთა“, 2005 წელს ლეჯერმა მიიღო ნიუ-იორკის ფილმის კრიტიკოსთა წრეების ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი“, ხოლო 2006 წელს - „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან და ნომინირებული იყო 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კატეგორიაში „ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“,[3] ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში“.[4] სიკვდილის შემდეგ მან მიიღო „დამოუკიდებელი სულის რობერტ ალტმანის პრემია“ მსახიობთა დანარჩენ შემადგენლობასთან ერთად, მისი მიერ ჩატარებული სამუშაოსთვის რეჟისორის და კასტინგის რეჟისორის აპლუაში ფილმზე „მე იქ არ ვარ“, რომელიც შთაგონებული იყო ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის ბობ დილანის ცხოვრებითა და სიმღერებით. ფილმში ლეჯერი განასახიერებს გამოგონილ მსახიობს სახელად რობი კლარკი, ერთ-ერთ პერსონაჟს იმ ექვსიდან, რომლებიც ასახავენ დილანის ცხოვრებისა და პერსონის ასპექტებს.[5] ლეჯერმა მიიღო არაერთი ჯილდო მის მიერ განსახიერებული ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“, მათ შორის ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, საუკეთესო მსახიობის საერთაშორისო ჯილდო 2008 წლის ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტის დაჯილდოებაზე, რითაც ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ჯილდო სიკვდილის შემდეგ,[6] ლოს-ანჯელესის ფილმის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2009 წლის ოქროს გლობუსი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის[7] და 2009 წლის ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.[4]
ლეჯერი დაიღუპა ოცდარვა წლის ასაკში[3][8] „გამოწერილი წამლების მომწავლელი კომბინაციის“ შემთხვევითი მიღების გამო.[9][10][11] სიკვდილამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე დაასრულა ლეჯერმა გადაღებები მისი ბოლო, ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“.[12] სიკვდილის მომენტისათვის, 2008 წლის 22 იანვრისთვის, მას გადაღებების დაახლოებით ნახევარი ჰქონდა დასრულებული ტონის როლზე, ტერი გილიამის ფილმისთვის „ექიმ პარნასის წარმოდგენები“.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჰით ლეჯერი BBC In Pictures-ზე
- ჰით ლეჯერი CNN Topics-ზე
- ჰით ლეჯერი The Huffington Post-ზე
- ჰით ლეჯერი MSN Movies-ზე
- ჰით ლეჯერი MTV Movies-ზე
- ჰით ლეჯერი New York Times Topics-ზე
- ჰით ლეჯერი - The Daily Telegraph-ის ნეკროლოგი
- ჰით ლეჯერი (1979-2008) ავსტრალიის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “ჰით ლეჯერი - შემსრულებლები“, Variety. წაკითხვის თარიღი: 2009-10-16.
- ↑ ადამ დოუთრი. “'Parnassus'-ის ჯგუფის სახეების დილემა“, Variety, 2008-01-23. წაკითხვის თარიღი: 2008-01-23.
- ↑ 3.0 3.1 “ჰით ლეჯერი: თაიმსის ნეკროლოგი“, The Times, 2008-01-23. წაკითხვის თარიღი: 2008-04-27.
- ↑ 4.0 4.1 ჯილდოების მონაცემთა ბაზა. ფილმებისა და ტელევიზიის ჯილდოების ბრიტანული აკადემია. წაკითხვის თარიღი: 2009-10-16.
- ↑ “ჰით ლეჯერმა „დამოუკიდებელი სულის ჯოლდო“ მიიღო“, ET Online, 2008-02-23. წაკითხვის თარიღი: 2008-08-08.
- ↑ ლეჯერმა მიიღო ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან. ABC Online. წაკითხვის თარიღი: 2008-12-06.
- ↑ “Golden Globes: Heath Ledger's Family 'So Proud' of Globe Nod“, People, 2008-12-11. წაკითხვის თარიღი: 2008-12-11.
- ↑ ჯეიმზ ბარონი. “28 წლის მსახიობი ჰით ლეჯერი მკვდარი იპოვეს“, The New York Times, 2008-01-23. წაკითხვის თარიღი: 2008-04-27.
- ↑ სეველ ჩანი და ჯეიმზ ბარონი. “ჰით ლეჯერის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო“, The New York Times, 2008-02-06. წაკითხვის თარიღი: 2008-08-17.
- ↑ “ლეჯერის სიკვდილი გამოიწვია დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ“, CNN, 2008-02-06. წაკითხვის თარიღი: 2008-08-17.
- ↑ “ჰით ლეჯერი გადაიცვალა დოზის შემთხვევითი გადაჭარბებით: 28 წლის მსახიობს სისხლში ჰქონდა ოქსიკოდონი, დამამშვიდებლები და საძილე საშუალებები“, msnbc.com, 2008-02-06. წაკითხვის თარიღი: 2008-03-17.
- ↑ დევიდ ჰალბფინგერი. “ბეტმენის ტვირთი: რეჟისორი უპირისპირდება სიბნელესა და სიკვდილს“, The New York Times, 2008-03-09, pp. 1, 16. წაკითხვის თარიღი: 2008-03-10.