ბალარატი
|
ქალაქი
ბალარატი
Ballarat
|
ბალარატი (ინგლ. Ballarat) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 88 437 ადამიანს, ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობით მე-19 ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 1220 ადამიანს. ქალაქის ფართობი უდრის 740 კმ²-ს. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 105 კილომეტრით. დაარსდა 1838 წელს. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 435 მ სიმაღლეზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 670.5 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||