ფოცხოვისწყალი
იერსახე
ფოცხოვისწყალი თურქ. Posof Çayı | |
---|---|
ახალციხე. მდ. ფოცხოვი | |
სხვა სახელი | ფოცხოვი |
ქვეყანა |
საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
სამცხე-ჯავახეთის მხარე არტაანის პროვინცია |
ქალაქები | ახალციხე, ვალე |
სათავე |
არსიანის ქედი 41°24′00″ ჩ. გ. 42°32′00″ ა. გ. / 41.40000° ჩ. გ. 42.53333° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | თურქეთი |
სათავის სიმაღლე | 2720 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°39′09″ ჩ. გ. 43°03′10″ ა. გ. / 41.65250° ჩ. გ. 43.05278° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საქართველო |
სიგრძე | 64 კმ |
აუზის ფართობი | 1840 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 22,4 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ფოცხოვისწყალი ვიკისაწყობში |
ფოცხოვისწყალი, ფოცხოვი (თურქ. Posof Çayı) — მდინარე სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს თურქეთში, არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მეტრზე. მარცხნიდან ერთვის მდინარე მტკვარს საქართველოს ტერიტორიაზე. სიგრძე 64 კმ. მდინარის აუზის ფართობი 1840 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულზე, წყალმოვარდნები – აგვისტო–ნოემბერში, მდგარი წყალმცირობა – დეკემბერ–თებერვალში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის დაახლოებით 54 %, ზაფხულზე – 25 %, შემოდგომაზე – 12 %, ზამთარზე – 9 %–მდე. ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი დეკემბრიდან შუა მარტამდეა, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,4 მ³/წმ.
იყენებენ ჰესის, წისქვილების ასამუშავებლად, სარწყავად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 388.