თოში
Jump to navigation
Jump to search
თოში (გერმ. Pfannkucheneis) — ფხვიერი ღრუბლოვანი ყინულის ბელტები, რომლებიც ჩნდება წყლის სიღრმეში (სიღრმითი თოში) ან მის ზედაპირზე (ზედაპირული თოში) წყალსატევის გაძგიფვამდე.
წარმოიქმნება წყლის 0 °С-ზე დაბლა გადამეტცივების შედეგად გაჩენილი სიღრმული (წყალშიგა ან ფსკერისპირა) ყინულის კრისტალებისა და ძგიფისაგან.
თოში დამახასიათებელია მთისა და ჭორომიანი მდინარეებისათვის, იშვიათია ვაკის მდინარეებსა და ტბებზე. დინების შედეგად თოში გროვდება მდინარის კალაპოტში და ჩნდება თოშხერგილი, რის გამოც წყლის დონე მაღლა იწევს, მდინარის სანაპიროები ტბორდება და ძნელდება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპლუატაცია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თოში – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- თოში – ინფორმაცია დაარქივებული 2004-07-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 697.