სერბეთი და ჩერნოგორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერბეთი და ჩერნოგორია
Србија и Црна Гора
Srbija i Crna Gora

კონფედერაციული რესპუბლიკა

Flag of SFR Yugoslavia.svg







19922006 Flag of Serbia.svg
 
Flag of Montenegro.svg





Flag of Serbia and Montenegro.svg Coat of arms of Serbia and Montenegro.svg
სერბეთის და ჩერნოგორიის დროშა სერბეთის და ჩერნოგორიის გერბი
Europe location SCG.png
დედაქალაქი ბელგრადი [1]
უდიდესი ქალაქები ბელგრადი, პოდგორიცა, პრიშტინა, ნოვი სადი
ენა სერბული
ფულის ერთეული სერბიაში სერბული დინარი (კოსოვოსა და ჩერნოგორიაში ევრო)
ფართობი 102 350 კმ2
მოსახლეობა 10 832 545 კ
მართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 2003-2006 სვეტოზარ მაროვიჩი
ისტორია
 - დაარსება 4 თებერვალი 2003
 - დაშლა 5 ივნისი 2006
  1. კონსტიტუციური სასამართლო პოდგორიცაში

სერბეთი და ჩერნოგორია — ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანების შემდეგ. ახალ შექმნილ სახელმწიფოს იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა დაერქვა, 2003 წლიდან კი სახელი შეეცვალა და სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირი ეწოდა. 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 3 ივნისს. დღეს სერბეთის და ჩერნოგორიის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სერბეთის და ჩერნოგორიის რესპუბლიკებია.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფო კავშირი.
  • ეროვნული: Србија и Црна Гора; Drzavna zajednica Srbija i Crna Gora.
  • ეტიმოლოგია:
    • სახელწოდება ”სერბიის” წარმოშობა უცნობია, შესაძლოა იგი სარმატული ენიდან მომდინარეობდეს. არსებობს სხვა ვერსიებიც, კერძოდ: გერმანიაში მცხოვრები სორბები (ლუჟიცელი სორბები) იგივე წარმოშობის არიან და როგორც ვარაუდობენ მათი ნაწილი, ლუზაციიც რეგიონიდან ბალკანეთში გადასახლდა. საყურადღებოა, რომ იმავე გერმანიაში არსებობდა დამოუკიდებელი სამთავრო Anhalt-Zerbst (ქალაქ Zerbst-იდან მომდინარე), რომელშიც ასევე ჩანს ეთნონიმი ”სერბი”.
    • ჩერნოგორიას ვენეციელმა დამპყრობლებმა მონტენეგრო (სლავურად ცრნა გორა, ჩერნა გორა) უწოდეს, რაც ”შავ მთას” ნიშნავს. ეს სახელი, სავარაუდოდ, შეერქვა ლოვჩენის მთიანეთის მუქი ფერის წიწვოვანი ტყეების გამო.


გეოგრაფია[რედაქტირება]

Serbia and Montenegro-CIA WFB Map.png

ქვეყანა მდებარეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია, ვოევოდინას გარდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილზე იყო განლაგებული. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოები იყო: ჩრდილოეთით - უნგრეთი; აღმოსავლეთით - რუმინეთი, ბულგარეთი; სამხრეთით - ალბანეთი, მაკედონია; დასავლეთით - ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია. სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონდა ფართო გასავლელი ადრიატიკის ზღვაზე. ფართობი - 102.350 კვ.კმ.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : ფედერაციული რესპუბლიკა, მის შემადგენლობაში იყო სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკები.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Svetozar MAROVIC (2003).
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (126 წევრი, მათგან 91 სერბი, 35 ჩერნოგორიელი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 2 რესპუბლიკა (republika - სერბია, ჩერნოგორია) და 2 ავტონომიური ოლქი (autonomna pokrajina - კოსოვო, ვოივოდინა).


ადმ. ერთეული მოსახლეობა ფართობი ადმ. ცენტრი
სერბეთის რესპუბლიკა 9 396 88 361 ბელგრადი
- კოსოვო 1 800 10 887 პრიშტინა
- ვოივოდინა 2 117 21 506 ნოვი სადი
ჩერნოგორიის რესპუბლიკა 623 13 812 პოდგორიცა

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]


ისტორია[რედაქტირება]

1991-92 წლებში ერთაშორისი ურთიერთობების გამწვავების შედეგად დაიშალა იუგოსლავიის ს.ფ.რ., რომელიც 1945 წლიდან არსებობდა. მისი შემადგენლობიდან გავიდნენ სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მაკედონია. 1992 წელს სერბეთმა და ჩერნოგორიამ შექმნეს საკავშირო სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სლობოდან მილოშევიჩი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ იგი არ ცნო ყოფილი ფედერაციის სამართალმემკვიდრედ. მილოშევიჩის ნაციონალისტური პოლიტიკის საპასუხოდ 1998 წელს გართულდა ვითარება ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ კოსოვოს ავტონომიაში, რომელიც საომარ მდგომარეობაში გადაიზარდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად აქ გრძელდებოდა ეთნიკური წმენდა. ამიტომ 1999 წელს ამ პროცესში ჩაერთო ნატოს შეიარაღებული ძალები, რომლებმაც განახორციელეს სერბეთის ქალაქების საავიაციო დაბომბვები. ამჟამად კოსოვოს ტერიტორიაზე შეყვანილია ნატოს სამშვიდობო ძალები, თუმცა მდგომარეობა კვლავ ფეთქებადსაშიშია. კოსოვო ფორმალურად სერბეთის ნაწილია, თუმცა ფაქტიურად გაეროს მმართველობის ქვეშ მყოფ საერთაშორისო პროტექტორატს წარმოადგენს. 2000 წლის სექტემბერში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მასობრივი სახალხო გამოსვლების შემდეგ სერბეთის ხელისუფლებაში ოპოზიციონერი ვოისლავ კოშტუნიცა მოვიდა. 2003 წლის თებერვალში იუგოსლავიის სკუპშინამ გამოაცხადა ახალი სახელმწიფოს - სერბეთის და ჩერნოგორიის კავშირის დაფუძნება. მანამდე ორივე რესპულიკის პარლამენტებმა დაამტკიცეს ახალი კავშირის კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]