ბუენოს-აირესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუენოს-აირესი (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
ბუენოს-აირესი
Ciudad Autónoma de Buenos Aires
Buenos Aires photomontage.jpg
დროშა გერბი
Bandera de la Ciudad de Buenos Aires.svg Nuevo escudo de la Ciudad de Buenos Aires.png

ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
რეგიონი ფედერალური ოლქი
შიდა დაყოფა Agronomía, Almagro, Balvanera, Barracas, Belgrano, Boedo, Caballito, Chacarita, Coghlan, Buenos Aires, Colegiales, Constitución, Flores, Floresta, La Boca, La Paternal, Buenos Aires, Liniers, Mataderos, Monte Castro, Monserrat, Nueva Pompeya, Núñez, Palermo, Parque Avellaneda, Parque Chacabuco, Parque Chas, Parque Patricios, Puerto Madero, Recoleta, Buenos Aires, Retiro, Saavedra, San Cristóbal, San Nicolás, San Telmo, Vélez Sársfield, Versalles, Villa Crespo, Villa del Parque, Villa Devoto, Villa General Mitre, Villa Lugano, Villa Luro, Villa Ortúzar, Villa Pueyrredón, Villa Real, Buenos Aires, Villa Riachuelo, Villa Santa Rita, Villa Soldati და Villa Urquiza
კოორდინატები 34°36′13″ ს. გ. 58°22′54″ დ. გ. / 34.60361° ს. გ. 58.38167° დ. გ. / -34.60361; -58.38167
მერი ჰორაციო როდრიგეს ლარეტა
დაარსდა 11 ივნისი 1580
პირველი ხსენება 1536
ამჟამინდელი სტატუსი 1580
ფართობი 203 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25±1 მეტრი
მოსახლეობა 2,891,082 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 14 946,6 კაცი/კმ²
აგლომერაცია 12,801,364
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი 011
საფოსტო ინდექსი C1000–1499XXX
ოფიციალური საიტი buenosaires.gov.ar
ბუენოს-აირესი — არგენტინა
ბუენოს-აირესი

ბუენოს-აირესი (ესპ. Buenos Aires, „კეთილი ჰავა“) — არგენტინის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი აგლომერაცია და პორტი, ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ლათინურ ამერიკაში. მდებარეობს რიო-დე-ლა-პლატას სამხრეთ სანაპიროზე, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

XIX საუკუნის შიდა კონფლიქტების შემდეგ, ბუენოს-აირესი ფედერალური შენაერთი გახდა და ბუენოს-აირესის პროვინციას გამოეყო. დროთა განმავლობაში, ქალაქის საზღვრები გაფართოვდა და მოიცვა ყოფილი ქალაქები ბელგრანო და ფლორესი (ამჟამად ქალაქის უბნებია).

არგენტინელები ქალაქს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფედერალურ დედაქალაქად, მსგავსი სახელის პროვინციისგან განსასხვავებლად. 1994 წლის კონსტიტუციით ის ავტონომიურ ქალაქად გამოცხადდა, აქედან გამომდინარეობს მისი სრული სახელი: Ciudad Autónoma de Buenos Aires.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევროპული დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეზღვაური ხუან დიას დე სოლისი, რომელიც დაცურავდა ესპანეთის სახელით, იყო პირველი ევროპელი რომელმაც მიაღწია რიო-დე-ლა-პლატას 1516 წელს. მისი ექსპედიცია შეწყდა, რადგან ის მოკლული იქნა ადგილობრივი ტომის ჩარუასთან შეტაკების დროს.

ბუენოს აირესი მისი დაარსებიდან ცოტა ხანში, 1538

ქალაქი ბუენოს-აირესი თავიდან დაფუძნდა როგორც Ciudad de Nuestra Señora Santa María del Buen Ayre, (თარგმანში: "ჩვენი დედოფლის წმინდა მარია სამართლიანი ქარების დედოფლის ქალაქი") 1536 წლის 2 თებერვალს, ესპანური ექსპედიციის მიერ, რომელსაც უძღვებოდა პედრო დე მენდოსა. დასახლება დაფუძნდა იქ, სადაც დღეს მდებარეობს სან-ტელმოს უბანი ბუენოს-აირესის სამხრეთით.

ადგილობრივი ტომების შეტევებმა აიძულეს ახალმოსახლეები 1541 წელს მიეტოვებინათ ქალაქი დასახლება. მეორე დასახლება (რომელმაც დღემდე მოაღწია ) შეიქმნა 1580 წელს ხუან დე-გარაის მიერ, რომელიც მოცურდა მდინარე პარანით ასუნსიონიდან. მან დააარსა ახალშენი "წმინდა სამება" და მისი პორტი გახდა "Puerto de Santa María de los Buenos Aires."

1854 წელი, ბუენოს-აირესის კონსტიტუციის მიღება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: