ახალციხის მაზრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალციხის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. მოიცავდა დღევანდელ ახალციხის, ადიგენის და ნაწილობრივ ასპინძის რაიონების ტერიტორიას. შიქმნა 1840 წელს, როდესაც ყოფილი ახალციხის საფაშო ადრიანოპოლის 1829 საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ადმინისტრაციული ცენტრი იყო ახალციხე. 1840 წელს ახალციხის მაზრა საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა, ხოლო 1846 ხერთვისისა და აბასთუმნის საპოლიციო უბნებით (უჩასტკებით) - ახლად შექმნილ ქუთაისის გუბერნიაში. 1849 წელს შეუერთეს ახალქალაქის საპოლიციო უბანი. 1867 წელს თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა 1874 წელს გამოეყო ახალქალაქის მაზრა. 1905 წელს მაზრა 2635 კმ² ეკავა. დასახლებული პუნქტი - 193; მოსახლეობა - 58879 კაცი. რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მკვეთრად შეიცვალა. თვითმპყრობელობის ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად მაჰმადიან ქართველთა უდიდესი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. მათ ადგილზე ჩამოსახლდნენ ოსმალეთიდან დევნილი ქრისტიანი სომხები, ბერძნები და სხვა. ახალციხის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია ო., ქსე, ტ. 2, გვ. 101, თბ., 1977