ასპინძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
ასპინძა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°34′26″ ჩ. გ. 43°15′22″ ა. გ. / 41.57389° ჩ. გ. 43.25611° ა. გ. / 41.57389; 43.25611
პირველი ხსენება 888
ამჟამინდელი სტატუსი 1961
ცენტრის სიმაღლე 1090
ოფიციალური ენა ქართული
მოსახლეობა 2793[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 364[2]
საფოსტო ინდექსი 0500[3]
ასპინძა — საქართველო
ასპინძა
ასპინძა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ასპინძა

ასპინძადაბა ასპინძის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგსიტრალ ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 2793 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 3783[4]
2002 3243[4]
2014 2793

ისტორია

ეკლესია ხვილიშა, VII საუკუნე
ჯაბა ლაბაძის ფოტო

სახელი სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი, როდესაც მემატიანის ცნობით:

ვიკიციტატა
„იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“

[5]

XVI ს-ის ბოლოს დაიპყრეს თურქებმა. ამ დროს ასპინძა დიდი სოფელი ყოფილა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. "სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში" ასპინძა მოხსენიებულია: "ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას..." ვახუშტის მიხედვით: "ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა შენი, მაგარი.[6]

ასპინძა ცნობილია 1625 წლისა და 1770 წლის ასპინძის ბრძოლით, როცა ერეკლე II-მ გაიმარჯვა თურქებისა და ლეკების ლაშქართან ბრძოლაში.

ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, 1829 წელს, იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერის მიხედვით ასპინძა უკვე დიდი სოფელია და ახალციხიდან ახალქალაქამდე სიდიდით მეორე საფოსტო სადგური იყო.

კურორტი

ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, XI-XII სს-ის ხუროთმოძღვრების ძეგლები, მცირე საწარმოები.

გალერეა

სქოლიო

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ.,ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1983წ.