დამალა
| სოფელი | |
|---|---|
|
დამალა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| თემი | დამალა |
| კოორდინატები | 41°34′45″ ჩ. გ. 43°17′22″ ა. გ. / 41.57917° ჩ. გ. 43.28944° ა. გ. |
| დაარსდა | 1 მაისი, 1828 |
| ცენტრის სიმაღლე | 1380 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 1234[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,35 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
დამალა, ტამალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფ. დამალა).[1]
მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოების ჭობარეთის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით, ახალციხიდან 36 კილომეტრით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის №671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ძველი ქართული სახელწოდებაა ტამალა, ტამალია. თანამედროვე დამალა დაარსებულია 1829 წელს ერზრუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხების მიერ. სოფელში დგას XIX საუკუნის სურბ-ხაჩის სომხური ეკლესია (განახლდა და კვლავ მოქმედი გახდა 2008 წელს). სოფლის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული „კოხტას ციხე“ და ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი დამალის ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1234 კაცი, უპირატესად სომხები.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 1984 | 916 | 1068 |
| 2014[1] | 1234 | 592 | 642 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 352.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი; დალი ნიკოლაიშვილი, დავით სართანია, ავთანდილ უჯმაჯურიძე და სხვ. თბილისი, 2016. - ISBN 9789941086267. - გვ. 82.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| ||||||||||