ნაქალაქევი
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ნაქალაქევი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ნაქალაქევი |
| კოორდინატები | 41°24′55″ ჩ. გ. 43°20′00″ ა. გ. / 41.41528° ჩ. გ. 43.33333° ა. გ. |
| ადრეული სახელები | წუნდა |
| ცენტრის სიმაღლე | 1360 მ |
| მოსახლეობა | 426[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ნაქალაქევი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თმოგვი, მირაშხანი, ფია).[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში იყო ძველი ქალაქი წუნდა. სოფელში არის ტეშენიტის საბადო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 კაცი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 476 | 237 | 239 |
| 2014[1] | 426 |
212 | 214 |
კურორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ბალნეოლოგიური კურორტია.
- სამკურნალო საშუალებაა: თბილი (33 °C) რადიოაქტიური წყაროების წყალი; იყენებენ აბაზანებისათვის.
- სამედიცინო ჩვენება: სამოძრაო ორგანოების, გულსისძარღვთა, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და კანის დაავადებანი.
- სეზონი მაისიდან ივნისამდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 334.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| ||||||||||