შინაარსზე გადასვლა

ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარძია (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ვარძია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქევი
კოორდინატები 41°22′47″ ჩ. გ. 43°17′00″ ა. გ. / 41.37972° ჩ. გ. 43.28333° ა. გ. / 41.37972; 43.28333
მოსახლეობა 30[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — ასპინძის მუნიციპალიტეტი
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

ვარძიასოფელი სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ასპინძის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქევის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ასპინძიდან 30 კმ-ში. სოფლის შემოგარენში მდებარეობს შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია, ხოლო მის სამხრეთ-დასავლეთით ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზედა ვარძია.

ვარძიის სიახლოვეს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. კლიმატი შუამთისაა, რბილი; იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,8°C) და თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 19°C), ნალექები 500 მმ წელიწადში. ჰაერი სუფთაა, გამჭვირვალე, წიწვის არომატით. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თმოგვში არის თერმული მინერალური წყარო „ვარძია“.

XX საუკუნის დასაწყისში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ქართველი მართლმადიდებელი იყო.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 65
2014[1] 30 8 22
  • ვარძია, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 282, ISBN 978-9941-13-771-6.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.