ოშორა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოშორა.
სოფელი
ოშორა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი იდუმალა
კოორდინატები 41°37′10″ ჩ. გ. 43°14′43″ ა. გ. / 41.61944° ჩ. გ. 43.24528° ა. გ. / 41.61944; 43.24528
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 531[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოშორა (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ოშორა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ოშორა (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ოშორა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

ოშორასოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, იდუმალას თემში.[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოშორის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან — 37 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ახსენებს ოშორის ჴევს და ზემო ოშორას: „კვლად მტკვარს მოერთვის, წითელკლდეს ზეით, ღობიეთის პირისპირ, ოშორის-ჴევი... ამ ჴევზედ, ზემო ოშორას ზეით, არს მონასტერი გუნბათიანი...“[2] ოშორის თემი აერთიანებდა ქვემო ოშორას, ზემო ოშორას და ყამზას. „ასპინძიდან ორიოდ ვერსის სავალზედ იდუმალაა, ხოლო იდუმალის მარჯვნივ ერთს მივარდნილს, მიმალულს ადგილას არის ხეობა, რომელშიც ორი სოფელია ქვემო და ზემო ოშორა“ [3] ექ. თაყაიშვილი შემდეგ ცნობებს გვაწვდის სოფლის შესახებ: „ზევით ოშორისწყლის ვიწრო ხეობაში მდებარეობს ზემო ოშორა, ქვემო ოშორა მდებარეობს ოშორისწყლის ნაპირას, რომელიც მტკვრის მარჯვენა შენაკადია“.

საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა, მემინდვრეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა. მოქმედებდა ხის სახერხი ქარხანა.

ოშორის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ოშორის ეკლესია.
ოშორის ეკლესია. ეკლესიის მინიატურული გეგმა

სოფელში შემონახულია XIV საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მცირე ბაზილიკური ეკლესია. ეკლესია ბოლო წლებში საკმაოდ დაზიანებული იყო. ეკლესია აღდგა 2009 წელს. ინტერიერი მოხატული იყო. ფრესკის დეტალები შემონახულია ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ნაწილში შემონახულია წარწერა, საიდანაც ცნობილი ხდება ეკლესიის აშენების დეტალები. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე გამოხატულია ბოლნური ჯვარი.

ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში, სარკმელის თავზე შეიმჩნევა მარტივი მინიატურული გამოსახულება, სადაც სავარაუდოდ გამოხატულნი არიან ეკლესიის მაშენებელნი. სარკმელის თავზე შეიმჩნევა ასევე მარტივი ბარელიეფური გამოსახულება.

ეკლესიის სამხრეთ კედელზე იკითხება შემდეგი წარწერა: „დედაო ღმრთისაო, შენდა სამსახურად ვიყიდენ ორნი ვენახნი და სამნი ყანანი მე დედოფალ ყოფილმან ეფროსინე და მივეც შამანგულის ძესა ბასილს და მისსა შვილსა ილარიონსა, და დვირელთაგან ნასყიდი სახლი ავაგე ზედა. და ამისსავე სამსახურისათვის გავეც ოქროჲ აწყურს და ყოველგან რომე ცჳლი მოიკრიფებოდეს და არა დაილეოდეს არა დღე და არა ღამე ამათითა ხელითა და კრულია და ვსწყევლი დიდისა ღმრთისა მადლითა...

საინტერესოა, რომ ექ. თაყაიშვილისეულ ვერსიაში არსებობს წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელების განსხვავებული ვერსიები: „... მე იუდიფ ყოფილმან ეფროსინე...“, ან კიდევ „... და მისა შვილსა ფირანს...“

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმელის ზემოთ წარწერაში მოხსენიებულია სავარაუდოდ ქტიტორი ისაკი – „ქრისტე შეიწყალე ისაკაჲ ამენ“.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1886 წელს სოფელი მთლიანად მუსლიმი ქართველებით იყო დასახლებული.[4]

აღწერის წელი მოსახლეობა
1886 737
2002 Decrease2.svg 637[5]
2014 Decrease2.svg 531

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 127
  3. ი. ალხაზიშვილი, ასპინძის ომი, „ივერია“, 1898, №34;
  4. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 98 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები