ხიზაბავრა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ხიზაბავრა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ხიზაბავრა |
| კოორდინატები | 41°31′19″ ჩ. გ. 43°17′27″ ა. გ. / 41.52194° ჩ. გ. 43.29083° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1590 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 585[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,8 % სომხები 1,4 % ოსები 0,7 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ხიზაბავრა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ნიჯგორი, სარო).[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჭობარეთისხევის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1590 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. სოფელში არის ბაზალტისა და ანდეზიტის საბადოები. აქ დგას შუა საუკუნეების ეკლესია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 585 კაცი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 850 | 426 | 424 |
| 2014[1] | 585 | 293 | 292 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 481.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| ||||||||||