ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ძველი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ძველი
კოორდინატები 41°34′47″ ჩ. გ. 43°09′08″ ა. გ. / 41.57972° ჩ. გ. 43.15222° ა. გ. / 41.57972; 43.15222
ადრეული სახელები ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი
ცენტრის სიმაღლე 1460
მოსახლეობა 371[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

ძველი (ყოფილი: ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი) — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭობარეთი).[1] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1460 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 13,5 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა, ბაზალტის და ტუფის ქვა.

სახელწოდების ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. პირველის მიხედვით, სახელწოდება „ზველი“, გამომდინარეობს სიტყვა „ძველი“-დან, იქ არსებული ძველი ეკლესიისა და სამოსახლოს ნიშნად, ხოლო მეორე ვერსია, ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული და წარმოადგენს „ზედა ველის“ შეკვეცილ ვარიანტს[2].

მატერიალური-კულტურის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია X საუკუნის ორნავიანი ეკლესია — ზველის წმინდა გიორგის ეკლესია.

სოფლის ახლობლად რამდენიმე წყაროა:

წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთით გამეჩხრებულ ტყეში ეკლესიიდან დაახლოებით 2 კმ-ში „თეთრა წყაროსაგან“ მოშორებით მოედინება „მონათული წყარო“. წყარო აღმოსავლეთიდან გამოედინება და იქვე ბუნებრივ წყლის შემკრებ მცირე აუზში გროვდება. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დიდი ზომის ქვები აქვს შემოზღვრული.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 371 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 535[3]
2014 371 Decrease2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ი. ელიზბარაშვილი, „ზველის (ძველის) წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 484
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები