არხოტისწყალი
არხოტისწყალი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
სათავე | არხოტის უღელტეხილი |
შესართავი | ასა |
სიგრძე | 23 კმ |
აუზის ფართობი | 242 კმ² |
არხოტისწყალი[1], ცირცლოვანისწყალი — მდინარე საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე; მდინარე ასის ზემო მონაკვეთი. სათავე აქვს არხოტის უღელტეხილთან. სიგრძე — 23 კმ, აუზის ფართობი — 242 კმ², სოფელ ახიელთან მარცხნიდან უერთდება მდინარე ახიელისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 222.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.