შამგონა
შამგონა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი.[2] იგი მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეული საქართველოს ერთადერთი კუნძულია, რომელზეც ცალკე დასახლებული პუნქტია გაშენებული.
შამგონა ესაზღვრება გალის მუნიციპალიტეტის სოფლებს — სიდასა და თაგილონს. ეს პატარა კუნძული XVII საუკუნის ნახევარში წყალდიდობის შედეგად წარმოიშვა. წინათ შამგონის ტერიტორია ნახევარკუნძულს წარმოადგენდა. წარსულში კუნძული დაფარული ყოფილა ტყით და უნაყოფო ვენახით, რომელსაც „შამგუს“ უწოდებდნენ. ვენახის სახელწოდების მიხედვით „შამგონად“ იწოდა.
კუნძულზე მოსახლეობა XVII საუკუნის მიწურულს გაჩნდა. გადმოცემით პირველი მოსახლე გვარად მიჯგვარია ყოფილა. XVIII საუკუნის შუა ხანებში დაარსდა ეკლესია, რომელიც შემდგომში ერთ-ერთი წყალდიდობის დროს დანგრეულა. ეკლესია კვლავ აშენდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1605 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2653 | 1275 | 1378 |
2014[1] | 1605 | 780 | 825 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II