ფოთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62: ხაზი 62:


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.poti.ge www.poti.ge ქალაქ ფოთის პორტალი]
* [http://www.poti.ge ქალაქ ფოთის პორტალი]
* [http://www.poticity.ge ფოთის ოფიციალური ვებ–გვერდი]
* [http://www.poticity.ge ფოთის ოფიციალური ვებ–გვერდი]
* [http://www.potiseaport.com ფოთის საზღვაო ნავსადგური]
* [http://www.potiseaport.com ფოთის საზღვაო ნავსადგური]

12:39, 28 ნოემბერი 2009-ის ვერსია

ქალაქი
ფოთი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამეგრელო
კოორდინატები 42°09′00″ ჩ. გ. 41°40′00″ ა. გ. / 42.15000° ჩ. გ. 41.66667° ა. გ. / 42.15000; 41.66667
დაარსდა VII საუკუნე
ადრეული სახელები ფაზისი
ფართობი 65.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 53 000 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 293
საფოსტო ინდექსი 4400–4499[1]
ოფიციალური საიტი https://poti.gov.ge
ფოთი — საქართველო
ფოთი
ფოთი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ფოთი

ფოთი, პორტი შავ ზღვაზე, საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 47149.

ისტორია

ფოთის რუკა

ქალაქი ფოთი არის ანტიკური ფაზისის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა ძვ . წ. VII საუკუნეში და იგი მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების განვითარებამ ანტიკური ქალაქი ფაზისი კოლხეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრად აქცია. ქალაქი თავისი კულტურითაც იყო ცნობილი. აქ ფუნქციონირებდა რიტორიკული სკოლა - ფაზისის აკადემია. ძველი ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის სიტყვებით ფაზისში თავს იყრიდა 60 ტომი.

კაპიტალიზმის განვითარებამ ფოთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკვანძო სატრანსპორტო ქალაქად აქცია. 1858 წელს ფოთი გამოცხადა საპორტო ქალაქად. 1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ მისი მნიშვნელობა ძალიან გაზარდა. იგი ახლაც რჩება საქართველოს საზღვაო კარიბჭედ.

იგი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქი გაიზარდა და სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები. ფოთი გახდა კოლხეთის ჭაობების დაშრობისა და ათვისების სამეცნიერო ცენტრი. ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდია, გ.ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი და მრავალი სხვა დაწესებულება. ქალაქი არის ფოთის ეპარქიის ცენტრი.აქ არის ნავთობგადამამუშავებელი, გემთმშენებლობის, გემთშემკეთებელი, კვების მრეწველობის საწარმოები.

დობილი ქალაქები


რუსეთ-საქართველოს ომი

რუსული არმიის ნაწილები ქალაქ ფოთის შესასვლელში

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქალაქი ფოთი დაიბომბა რუსული ბომბდამშენების მიერ. დაბომბვა 8 აგვისტოს, 23:45 წუთზე მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 8 ადამიანი.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !12 აგვისტოს რუსულმა არმიამ ფოთის ოკუპაცია მოახდინა.რუსებმა ქალაქში 2 პოსტი გახსნეს: 1, უშუალოდ ქალაქში-ნაბადის ტერიტორიაზე, მეორე კი-ფოთის შესასვლელში მთავარ წყალგამყოფ ხიდთან. 9 სექტემბერს, მედვედევი-სარკოზის 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმების მიხედვით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ფოთი დატოვეს.


რესურსები ინტერნეტში

  1. საქართველოს ფოსტა — 1805.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფოთი&oldid=948106“-დან