ბურგასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბურგასი
Бургас
დროშა გერბი

ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
რეგიონი ბურგასის ოლქი
კოორდინატები 42°29′43″ ჩ. გ. 27°28′18″ ა. გ. / 42.49528° ჩ. გ. 27.47167° ა. გ. / 42.49528; 27.47167
მმართველი Dimitar Nikolov
ფართობი 253.644 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30
მოსახლეობა 200. 271 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი (+359) 56
საფოსტო ინდექსი 8000
საავტომობილო კოდი А
ოფიციალური საიტი http://www.burgas.bg/en
ბურგასი — ბულგარეთი
ბურგასი

ბურგასი (ბულგ. Бургас; ბერძ. Πυργος) — ქალაქი და ნავსადგური ბულგარეთში, ბურგასის ყურის (შავი ზღვა) სანაპიროზე. ბურგასის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 200,271 კაცი (2011). ქვეყნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და ნავსადგური ქალაქ ვარნასთან ერთად, საიდანაც გააქვთ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ბურგასის ყურის სამხრეთ ნაპირზეა ნავსადგური „დრუჟბა“, საიდანაც რუსეთიდან მიღებული ნავთობი მილსადენით გადაეცემა ბულგარეთის ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო კომპლექსს — ბურგასის ნავთობქიმიურ კომბინატს. ბურგასი ქვეყნის მნიშვნელოვანი თევზსაჭერი ბაზაა. ქალაქში მრავალი საკურორტო დაწესებულებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]