ჯორჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯია
Flag of Georgia (U.S. state).svg Seal of Georgia.svg
ჯორჯიის დროშა ჯორჯიის გერბი
მეტსახელი: Peach State
დევიზი: Wisdom, Justice, Moderation
Georgia in United States.svg
დედაქალაქი ატლანტა
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
გუბერნატორი Brian Kemp
საკანონმდებლო ორგანო ჯორჯიის გენერალური ასამბლეა
ფართობი 153 909 კმ²
მოსახლეობა 10 711 908[1] კაცი
უმაღლესი წერტილი ბრასტაუნ ბალდი
უდაბლესი წერტილი ატლანტის ოკეანე
შტატი გახდა 2 იანვარი, 1788
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი
საფოსტო აბრევიატურა GA და Ga.
მოსაზღვრე რეგიონები სამხრეთი კაროლინა, ჩრდილოეთი კაროლინა, ტენესი, ალაბამა და ფლორიდა
ადმინისტრაციული დაყოფა
საიტი georgia.gov

ჯორჯია (Georgia, Ga) — შტატი აშშ-ში. მოსახლეობა 8,788 მილიონი ადაიანია, აქედან თეთრი 71 %, აფროამერიკელი 27 %, ლათინურამერიკელი 1,7 %. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს შტატის მოსახლეობის 62,4 %-ს. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ატლანტა (402 ათასი). სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია კოლუმბუსი (183 ათასი) და სავანა (136 ათასი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიას სახელი ეწოდა გაერთიანებული სამეფოს მეფის ჯორჯ II-ის მიხედვით. 1540 წელს ფერნანდო დე სოტომ დაიწყო ჯორჯიის ტერიტორიის გამოკვლევა. 1733 წელს დაარსდა კოლონია. 1776 ჯორჯიამ სხვა 12 კოლონიასთან ერთად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და აშშ-ის შექმნა. 1861-1865 წლებში სამოქალაქო ომის დროს, როგორც მონათმფლობელური შტატი, იყო კონფედერაციის წევრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. ფართობი შეადგენს 152,5 ათასი კმ²-ს. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს დაბლობ ზღვისპირა ვაკეს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით შედის აპალაჩის მთების შტოქედები და მთისწინეთი. ჰავა სუბტროპიკულია ნოტიოა. ნალექები 1300-1600 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია ოლტამაჰო, ფლინტი, სავანა, ჩატაჰუჩი.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]