ლარნაკა
| ქალაქი | |
|---|---|
|
ლარნაკა Λάρνακα | |
|
წმინდა ლაზარეს ეკლესია | |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 34°55′00″ ჩ. გ. 33°38′00″ ა. გ. / 34.91667° ჩ. გ. 33.63333° ა. გ. |
| ადრეული სახელები | კიტიონი |
| ფართობი | 31.73 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 26 მეტრი |
| ოფიციალური ენა | ბერძნული ენა |
| მოსახლეობა | 59 200 (2016)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 |
| საფოსტო ინდექსი | 6010 – 6060 |
| ოფიციალური საიტი | https://www.larnaka.org.cy/ |
ლარნაკა (ბერძ. Λάρνακα, ძველად — კიტიონი) — ქალაქი კვიპროსში, ლარნაკის რაიონის (ეპარქიის, ბერძ. Επαρχία) ადმინისტრაციული ცენტრი. 59,2 ათასი მცხოვრები (2016). მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სატრანსპორტო კვანძი, საზღვაო პორტი. ქალაქში მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი, სავარაუდოდ, მიკენელმა ბერძნებმა დააარსეს ძვ. წ. XII საუკუნეში; შემდეგში ფინიკიელთა კოლონია გახდა, წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვის მსხვილ სავაჭრო ცენტრს. ძვ. წ. 58 წელს რომაელებმა დაიპყრეს; შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, შემდეგ კი ბიზანტიაში. ახ. წ. 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულმა აიღო; 1192–1489 შედიოდა კვიპროსის სამეფოში. XV საუკუნის ბოლოდან ვენეციის კუთვნილებაა, 1571 წლიდან — ოსმალეთის იმპერიისა. XVI საუკუნიდან ახლანდელი სახელწოდებითაა ცნობილი [შესაძლოა ლარნაკის (სარკოფაგი) მიხედვით; ქალაქში მდებარეობს წმ. ლაზარეს სარკოფაგი, რომელიც, გადმოცემით, ლარნაკის პირველ ეპისკოპოსად ითვლება]. XIX საუკუნეში აყვავება განიცადა, XX საუკუნის დასაწყისიდან გახდა კვიპროსის ფაქტობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. ქალაქის სწრაფი განვითარება 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც თურქეთმა კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა (1974), რის გამოც ნიქოზიაში საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა, ხოლო ქალაქ ფამაგუსტას პორტზე კონტროლი თურქებმა დაამყარეს.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ცენტრში შემონახულია ძველი კიტიონის ანტიკური კედლებისა და ტაძრების ნანგრევები, პამბულის ბორცვზე — აკროპოლისისა, აგრეთვე მღვიმის აკლდამა (სავარაუდოდ მიკენური პერიოდისაა, გამოიყენებოდა როგორც ადრექრისტიანული ტაძარი. არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმ. ლაზარეს ეკლესია (IX საუკუნის ბოლო, რესტავრირებული XVII ს-ში, კანკელი — 1773–1782 წწ; თაღედი — 1750 წ, სამრეკლო — 1857 წ), ბიზანტიური ეკლესია „პანაგია ქრისტოპოლიტისა“ (XII–XIII სს; გადაკეთებული 1768 წ, რესტავრირებული 1851 წ), ფორტი (XIV ს-ის ბოლო, გადაკეთებული 1625 წ; ამჟამად შუა საუკუნეების კვიპროსის მუზეუმი), ეპისკოპოსის სასახლე, მაცხოვრის ტაძარი (1460 წ, გადაკეთებული 1854 წ), წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (1715, გადაკეთებული 1853 წ), ტუზლას მეჩეთი (თავდაპირველად ბიზანტიური ბაზილიკა, XII–XIII სს-ში გადაკეთებული კათლიკურ სანტა-კროჩეს ტაძრად, XVI ს-ში — მუსლიმურ მეჩეთად), ბუიუქის მეჩეთი (გადაკეთებული XVI ს-ში წმ. ეკატერინეს XIII–XIV საუკუნეების ტაძრიდან), ვენეციური შადრევანი (XVI ს), წმინდა მიწის ფრანცისკელთა მონასტერი (1596 წ; სანტა-მარიე-დელე-გრაციეს ეკლესია — 1724 წ, გადაკეთებული XIX ს), წმ. იოსების ყოფილი კათოლიკური მონასტერი (1844), პაგანია ფანერომენის ეკლესია (XX ს-ის დასაწყისი); გაშენება XVII–XX სს. ლარნაკის განაპირას მდებარეობს წმ. გიორგის სამონასტრო ეკლესია (მარილიანი ტბის სანაპიროზე; XII ს-ის შუა ხანები, გადაკეთებული XIV ს-ში, რესტავრირებული XV ს-ის შუა ხანებში და 1706 წ; XII ს-ის ფრესკების ფრაგმენტები), აკვედუკი (1747–1750 წწ), კონდოსის წმ. გიორგის ეკლესია (1833). მუზეუმებიდან აღსანიშნავია: არქეოლოგიური (1969), შუა საუკუნეების, დ. პიერიდისის (უძველესი კერძო მუზეუმი; კერამიკის ნაკრები), ბუნებრივი ისტორიის. მუნიციპალური კულტურული ცენტრი მოიცავს სამხატვრო გალერეას და პალეონტოლოგიის მუზეუმს. ლარნაკაში მდებარეობს სტადიონი „ანტინოს პაპადოპულოსი“ (დაახლ. 10 ათ. ადგილი), რომელზეც გამოდის კვიპროსის არაერთგზის ჩემპიონი გუნდი ფეხბურთში, ჩემპიონთა ლიგის (2008–2009) მონაწილე „ანორთოსისი“ (დაარსდა 1911 წელს).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკაში დომინირებს მომსახურების სექტორი, უმთავრესად ტურისტული ბიზნესი (ქალაქი კვიპროსის ტურისტების 10%-ს იღებს). მოქმედებს ქიმიური (საყოფაცხოვრებო ქიმია), კვების (მარილის, სასმელების, რძის პროდუქტების წარმოება, თევზრეწვა), მსუბუქი (მ. შ. ფეხსაცმლის, ტექსტილის) მრეწველობის საწარმოები; კომპანია „Elkora“-ის ქარხანა (ელექტრო- და მზის წყალგამათბობლები).
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ჰავის მონაცემები — Larnaca (ლარნაკის საერთაშორისო აეროპორტი) (1991–2020 normals, extremes 1881-present) | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
| რეკორდულად მაღალი °C | 24.0 | 26.2 | 30.7 | 34.1 | 40.6 | 41.5 | 41.1 | 40.9 | 39.7 | 34.8 | 31.5 | 26.6 | 41.5 |
| საშუალო მაღალი °C | 17.1 | 17.5 | 19.9 | 23.0 | 27.0 | 30.6 | 33.0 | 33.3 | 31.4 | 28.3 | 23.3 | 18.9 | 25.3 |
| საშუალო დღიური °C | 12.4 | 12.6 | 14.5 | 17.6 | 21.7 | 25.3 | 27.8 | 28.2 | 26.0 | 22.9 | 18.2 | 14.3 | 20.1 |
| საშუალო დაბალი °C | 7.8 | 7.6 | 9.1 | 12.1 | 16.4 | 20.1 | 22.6 | 23.0 | 20.6 | 17.5 | 13.2 | 9.7 | 15.0 |
| რეკორდულად დაბალი °C | −0.9 | −1.3 | −1.0 | 2.0 | 8.5 | 12.5 | 16.0 | 15.6 | 12.4 | 7.6 | 1.9 | 0.6 | −1.3 |
| საშუალო ნალექი (მმ) | 83.2 | 47.4 | 30.3 | 15.8 | 11.5 | 2.1 | 0.7 | 0.4 | 5.2 | 16.0 | 42.0 | 95.4 | 350.1 |
| საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 72 | 71 | 68 | 65 | 63 | 64 | 67 | 66 | 61 | 60 | 64 | 72 | 66 |
| საშუალო თვიური მზიანი საათები | 181.4 | 189.4 | 243.0 | 273.6 | 338.4 | 378.6 | 394.4 | 370.3 | 314.7 | 272.5 | 214.5 | 177.1 | 3 348 |
| წყარო 1: NOAA[2] | |||||||||||||
| წყარო 2: Meteo Climat (record highs and lows)[3] | |||||||||||||
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აკაპულკო, მექსიკა (2011)[4]
აიაჩო, საფრანგეთი (1989)
ბრატისლავა, სლოვაკეთი (1989)[5]
გალაქსიდი, საბერძნეთი (2005)[6]
გლიფადა, საბერძნეთი (1998)[6]
ვენეცია, იტალია (2010)
იანიცა, საბერძნეთი (2003)[6]
ილიუპოლი, საბერძნეთი (2000)[6]
ლარისა, საბერძნეთი (1990)[6]
ლეროსი, საბერძნეთი (2000)[6]
მერიკვილი, ავსტრალია (2005)
ნოვოსიბირსკი, რუსეთი (1993)
ოდესა, უკრაინა (2004)
პირეოსი, საბერძნეთი (1999)[6]
სარანდა, ალბანეთი (1994)
სეგედი, უნგრეთი (1993)
ტარპონ-სპრინგსი, აშშ (2009)
ტიანძინი, ჩინეთი (2007)
ტრიპოლი, ლიბანი [წყარო არ არის მითითებული 2278 დღე]
ტულჩა, რუმინეთი (2003)
ფოთი, საქართველო (1987)
ჰარინგი, დიდი ბრიტანეთი (1987)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Подгорнев П. В. Ларнака // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 724.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლარნაკა“ ვიკისაწყობში.
Larnaca, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე- მუნიციპალიტეტის საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.mof.gov.cy/mof/cystat/statistics.nsf/populationcondition_21main_gr/populationcondition_21main_gr?OpenForm&sub=1&sel=1
- ↑ World Meteorological Organization Climate Normals for 1991-2020 — Larnaka Airport. National Oceanic and Atmospheric Administration. ციტირების თარიღი: January 12, 2024
- ↑ Station Maceio fr. Meteo Climat. ციტირების თარიღი: 17 December 2018
- ↑ Se llevan a cabo gestiones para realizar hermanamiento entre Lárnaca y Acapulco Spanish. ციტირების თარიღი: 2 February 2017.
- ↑ Partner (Twin) towns of Bratislava. Bratislava-City.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2013. ციტირების თარიღი: 5 August 2013.
- 1 2 3 4 5 6 7 Αδελφοποιήσεις – Twinnings. Central Union of Municipalities & Communities of Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 14 April 2014.