სიღნაღი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სიღნაღი | |||
სიღნაღის პანორამა | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
რეგიონი | კახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°37′07″ ჩ. გ. 45°55′18″ ა. გ. / 41.61861° ჩ. გ. 45.92167° ა. გ. | ||
დაარსდა | 1762 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1801 | ||
ფართობი | 297,8 ჰა კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 836±1 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 1485[2] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,5 % ეზიდები 1,8 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 355[3] | ||
საფოსტო ინდექსი | 4200[4] | ||
ოფიციალური საიტი | sighnaghi.org.ge | ||
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომლის მიმზიდველობას განაპირობებს, როგორც მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაშენებულია გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 790 მ., თბილისიდან 113 კმ, წნორის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. სიღნაღში არის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,1°C, იანვრისა 0,2°C, ივლისისა 22,3°C. ნალექები 810 მმ წელიწადში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. სიღნაღი როგორც დასახლებული პუნქტი წყაროებში პირველად XVIII საუკუნის I ნახევარში იხსენიება. 1762 წელს ერეკლე II-მ ძველი ციხის ნანგრევებზე ააშენა ახალი ციხე-გალავანი. ციხეს თითქმის 40 ჰექტარი ფართობი ეჭირა. გალავანში დატანებული იყო 23 კოშკი და 5 ჭიშკარი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. ერეკლე II-ის დროს სიღნაღი სამეფო ქალაქი იყო, წარმოადგენდა ქიზიყის ცენტრს. ქალაქს განაგებდა ქიზიყის მოურავი. 1770 წლის აღწერით სიღნაღში 100 კომლი ვაჭარ-ხელოსანი ცხოვრობდა. XVIII საუკუნის ბოლოს სიღნაღის ეკონომიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1801 წლიდან რუსეთის იმპერიაში სიღნაღი მაზრის ცენტრი გახდა. 1892 წელს სიღნაღმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. XIX საუკუნეში ახალმა ქალაქმა დაიკავა ძველი ქალაქის ადგილი და ნაწილობრივ ციხის ტერიტორიაც.
1938 წელს საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად რამდენიმე რაიონი შეიქმნა. სიღნაღი ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრი გახდა. საბჭოთა პერიოდში სიღნაღში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, ხალიჩების საამქრო, პურკომბინატი.
2007 წელს ქალაქში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1770 წლის აღწერით სიღნაღში 100 კომლი ვაჭარ-ხელოსანი ცხოვრობდა. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით სიღნაღის მოსახლეობა იყო 3200 ადამიანი, აქედან 2851 სომეხი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნიკური შემადგენლობა |
---|---|---|---|---|
1770 | 500[5] | |||
1834 | 3200 | -- | -- | სომხები (89 %) |
1864[6] | 9008 | -- | -- | |
1882[7] | 9265 | |||
1893[8] | 10 604 | სომხები (55 %), ქართველები (6 %) | ||
1910[9] | 16 685 | 9546 | 7139 | |
1989[10] | 3147 | -- | -- | |
2002[10] | 2146 | -- | -- | |
2014[2] | 1485 | 657 | 828 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 407.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიღნაღის საიტი დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- სიღნაღის ცენტრალური მოედნის ვებ კამერა დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 http://www.heraldika.ge/index.php?m=80&map_id=66
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
- ↑ Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
- ↑ Кавказский календарь на 1883 год გვ. 268
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 352
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ 10.0 10.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
|
|