შინაარსზე გადასვლა

ქვემო მაჩხაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო მაჩხაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო მაჩხაანი
კოორდინატები 41°34′36″ ჩ. გ. 45°58′17″ ა. გ. / 41.57667° ჩ. გ. 45.97139° ა. გ. / 41.57667; 45.97139
ცენტრის სიმაღლე 640
მოსახლეობა 609[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,2 %
ეზიდები 1,0 %
სომხები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ქვემო მაჩხაანი — საქართველო
ქვემო მაჩხაანი
ქვემო მაჩხაანი — კახეთის მხარე
ქვემო მაჩხაანი
ქვემო მაჩხაანი — სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ქვემო მაჩხაანი

ქვემო მაჩხაანისოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ხირსა, ხორნაბუჯი).

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 640 მ-ზე, სიღნაღიდან 17 კმ-ში.

ქვემო მაჩხაანი მდებარეობს ისტორიულ ქიზიყში. გადმოცემით სოფლის სახელი მომდინარეობს თბილისის დასავლეთით მდებარე სოფელ მაჩხანიდან. ძნელბედობის დროს აქედან მოსახლეობა კახეთში გადასახლებულა და დაუარსებია ორი სოფელი — ქვემო მაჩხაანი და ზემო მაჩხაანი.[2] იოანე ბატონიშვილი თავის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ იხსენიებს 2 სოფელ მაჩხაანს (სავარაუდოდ, ზემო და ქვემო მაჩხაანი).

ქვემო მაჩხაანი XIX საუკუნის ქიზიყის ერთ-ერთ სავაჭრო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და დაბად იწოდებოდა. სოფლის გარშემო სახნავი მიწების სიმცირის გამო ქვემო მაჩხაანელებს ვენახები ალაზნის ველზე ჰქონდა ძველი ანაგისა და ყარაღაჯის მახლობლად (ყარაღაჯის დღევანდელი მოსახლეობა მთლიანად ქვემო მაჩხაანიდან არის ჩასახლებული).[3] სოფელში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია, 1899 აგებული სახალხო თეატრი; არის იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 609 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[4]1128507621
2014[1] 609271338
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ზარდალიშვილი გრ., თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმია, თბ., 1978. — გვ. 45.
  3. თოდრია თ., ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, კრებ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VI, თბ., 1982. — გვ. 91.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II