ხირსა
სოფელი | |
---|---|
ხირსა | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვემო მაჩხაანი |
კოორდინატები | 41°31′57″ ჩ. გ. 46°05′33″ ა. გ. / 41.53250° ჩ. გ. 46.09250° ა. გ. |
მოსახლეობა | 359[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 71,3 % სომხები 10,0 % რუსები 9,2 % სხვები 9,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ხირსა — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის სიღნაღის მუნიციპალიტეტში. შედის ქვემო მაჩხაანის თემში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. ათასწლეულის I მესამედში წარმოიქმნა დაბის ტიპის მსხვილი სამოსახლო. განვითარებული იყო კერამიკის წარმოება. ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში ქალაქური ხელოსნური წარმოების ჩასახვისა და განვითარების პერიოდში ხირსა თანდათან დაქვეითდა.
VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა სტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. წმინდა სტეფანეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 359 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 573 | 263 | 310 |
2014[1] | 359 | 178 | 181 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484–485.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|