მოურავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოურავი მოსე მემარნიშვილი მეუღლესთან

მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ქიზიყის, ყაზახის და არაგვის მოურავობა. ფართოდ იყო გავრცელებული სოფლის მოურავობა. ქალაქების მოურავებიდან პირველი ადგილი ეჭირათ თბილისისა და გორის მოურავებს. მოურავი ქალაქის უპირველესი მოხელე იყო. მას ემორჩილებოდა ქალაქის მოხელეები — მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი და ასასები. თავის სასამართლო ფუნქციებს მოურავი მელიქის, მამასახლისის, აგრეთვე 3—4 „სარწმუნო მოქალაქის“ (მსხვილი ვაჭრის) თანდასწრებით ასრულებდა. მოურავობა იმდენად საპატიო და შემოსავლიანი თანამდებობა იყო, რომ ბატონიშვილებიც კი არ ამბობდნენ უარს ამ სახელოზე. მაგ. იესე ბატონიშვილი ერთ დროს თბილისის მოურავი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კოპალიანი ჯ., მოურავის სახელო ფეოდალურ საქართველოში, თბ., 1982;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970;
  • ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს., «პრომეთე», 1918, № 1;
  • Месхиа Ш. А., Города и городской строй феодальной Грузии (XVII - XVIII вв.), Тб., 1959, с. 244-262;
  • სურგულაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 147, თბ., 1984