რაფიელ ჩიხლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიხლაძე.

რაფიელ (ეფრემ) ჩიხლაძე (დ. 1877, ცხრაწყარო, შორაპნის მაზრა — გ. 27 აპრილი, 1919, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაფიელ (ეფრემ) ჩიხლაძე დაიბადა 1877 წელს, შორაპნის მაზრის სოფელ ცხრაწყაროში. დაამთავრა სოფლის სამრევლო სკოლა 1889 წელს, სოფლის ორკლასიანი "ნორმალური" სკოლა 1891 წელს.

1897 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, საიდანაც 1900 წელს გარიცხეს საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამო. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი პარტიის გურიის ორგანიზაციიდან. 1917 წლის ნოემბერსი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 427.