როკითი
| სოფელი | |
|---|---|
|
როკითი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| თემი | როკითი |
| კოორდინატები | 42°06′40″ ჩ. გ. 42°47′40″ ა. გ. / 42.11111° ჩ. გ. 42.79444° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
როკითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: დიდველა).[2] მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 140 მეტრი, ბაღდათიდან 10 კილომეტრი. 1980-იანი წლებისთვის სოფელში შემორჩენილი იყო ძელქვის ცალკეული ეგზემპლარები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1684 წელს სოფელთან გაიმართა როკითის ბრძოლა, რომელშიც იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიის მთავარი გიორგი III გურიელი და შეინარჩუნა ტახტი. XIX საუკუნის 30-იან წლებში სოფელი მეჩხრად იყო დასახლებული. დიუბუა დე მონპერემ სოფელში, ერთ-ერთ მამულში ნახა ზეთისხილის ხე, რაც იშვიათობა იყო. იოჰან გიულდენშტედტის ცნობით ზეთისხილის მოშენება ამ მიდამოებში სცადეს ახალციხელმა ოსმალებმა, მაგრამ უშედეგოდ.
ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დგას შუა საუკუნეების ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ეკლესია შემკულია რელიეფებითა და ქართული წარწერებით. გარსშემოვლებული ჰქონდა მომწვანო ქვიშაქვის გალავანი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 477 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 619 | 279 | 340 |
| 2014[1] | 225 | 252 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 423.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- 1 2 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| ||||||||||