წაბლარასწყალი
იერსახე
| წაბლარასწყალი | |
|---|---|
|
წაბლარასწყალი სოფ. წაბლარასხევთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
| სათავე |
მესხეთის ქედი 41°49′15″ ჩ. გ. 42°41′17″ ა. გ. / 41.821083° ჩ. გ. 42.688194° ა. გ. |
| სათავის მდებარეობა | მწვერვალი მეფისწყარო |
| სათავის სიმაღლე | 2475 მ |
| შესართავი |
ხანისწყალი 42°01′15″ ჩ. გ. 42°49′56″ ა. გ. / 42.020889° ჩ. გ. 42.832361° ა. გ. |
| სიგრძე | 29 კმ |
| აუზის ფართობი | 230 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 6,16 მ³/წმ |
|
| |
წაბლარასწყალი — მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მწვერვალ მეფისწყაროს მახლობლად ზღვის დონიდან 2475 მ სიმაღლეზე, ერთვის ხანისწყალს. სიგრძე 29 კილომეტრი, აუზის ფართობი 230 კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,16 მ³/წმ.
მდინარე იკვებება თოვლისა და წვიმის წყლებით, აგრეთვე მიწისქვეშა წყლებით. დინება მერიდიანულია, მდინარეს ერთვის საკალმახეს წყალი, საკონდახი, ბოსტანია, საირმის ღელე და სხვა. ეს შენაკადები გამოედინებიან ლაბოროტის ქედიდან და მოედინებიან აღმოსავლეთისაკენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 284.