დიმი
სოფელი | |||
---|---|---|---|
დიმი | |||
![]() მდინარე ხანისწყალი სოფელ დიმში | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ბაღდათის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | დიმი | ||
კოორდინატები | 42°05′59″ ჩ. გ. 42°49′19″ ა. გ. / 42.09972° ჩ. გ. 42.82194° ა. გ. | ||
დაარსდა | ბრინჯაოს ხანა | ||
პირველი ხსენება | 1583 | ||
ადრეული სახელები | დიმნი | ||
ცენტრის სიმაღლე | 200 მ | ||
მოსახლეობა |
![]() | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
დიმი — სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიმი, საიმედო). [2] სოფელში დგას XVII-XVIII საუკუნეების კოშკი.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს. ბაღდათი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 200 მეტრი, ბაღდათიდან 3 კილომეტრი.
იცის ზომიერი ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემერატურაა 14°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,4°C; ივლისისა — 23°C; აბსოლუტური მინიმუმი დაბლობზე -18°C, აბსოლუტური მაქსიმუმი შესაბამისად 42°C.[3]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიმშია გორა-ნამოსახლარი, სადაც ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ლეონტი მროველთან (XI ს.) დამოწმებული ციხე „დიმნიდან“, რომელიც მეფე ფარნავაზს აუგია.
![]() |
„ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კლთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემ ან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“
|
დიმი ისტორიულ წყაროებში პირველად მიხსენიება 1583 წელს, შემორჩენილია ფეოდალური ხანის კოშკი. 1820-იან წლებში სოფელში იყო 200 მოსახლე. სოფელი ეკუთვნოდათ თავად ჩხეიძეებს.[5]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3251 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 4268 | 1988 | 2280 |
2014[1] | ![]() |
1562 | 1689 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 553.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 359-360.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 150 — თბილისი, 1941
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 168 — „განათლება“, თბილისი, 1987
|