ემსახურე საქართველოს
ემსახურე საქართველოს | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | მურმან დუმბაძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | ივლისი, 2016 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | პატრიოტიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები |
ემსახურე საქართველოს — ქართული პოლიტიკური პარტია, რომელიც 2016 წლის 25 ივლისს აჭარაში დაფუძნდა. პარტიის ლიდერია მურმან დუმბაძე. 2018 წლის ზაფხულში პარტია შეუერთდა კოალიციას „ძალა ერთობაშია“. პარტიის დევიზია: „ძლიერი აჭარა, ძლიერი საქართველო!“, საარჩევნო ნომერი — 32. დამაარსებლები არიან მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს!“ 2011 წლის 15 აპრილს შეიქმნა. პარტიაში თავიდან შექმნილი იყო „დამფუძნებელთა დარბაზი“ 17 კაცის შემადგენლობით. ორგანიზაციის წევრია 300-ზე მეტი ადამიანი.