კარბის წმინდა მარინეს ეკლესია
იერსახე
კარბის წმინდა მარინეს ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის განაპირას, სამხრეთით, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეების მიჯნით.
ეკლესია დარბაზულია(6,7 X 4,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სწორკუთხა აფსიდში ერთი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ასეთივე ფორმისაა აფსიდის კონქიც. სახურავი ორფერდაა და კრამიტითაა გადახურული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 75.