შინაარსზე გადასვლა

კარბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კარბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი მერეთი
კოორდინატები 42°11′55″ ჩ. გ. 44°04′22″ ა. გ. / 42.19861° ჩ. გ. 44.07278° ა. გ. / 42.19861; 44.07278
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 860
მოსახლეობა 613[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,0 %
ოსები 1,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კარბი — საქართველო
კარბი
კარბი — შიდა ქართლი
კარბი
კარბი — გორის მუნიციპალიტეტი
კარბი

კარბისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (მერეთის თემი), მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 860 მეტრი, გორიდან 28 კილომეტრი.

კარბსა და მის შემოგარენში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ძირითადად XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, მათ შორის არის წმინდა სამების ეკლესიაც. ამ ძეგლებზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კარბი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან ჩანს.

სოფლის მიდამოებში ასევე გვხვდება რამდენიმე კოშკი: გნოლიძეების ციხე, დავითაშვილების ციხე, ხუბაშვილების ციხე და კიდევ სამი კოშკი.[2]

1068 წელს სოფელში დაბანაკდა თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი, რომელიც თავისი ლაშქრით შემოესია ქართლის სოფლებს. XVI საუკუნის II ნახევარში კარბი, რომელიც კასპთან ერთად მითვისებული ჰქონდა ბარძიმ ამილახვარს, უკან დაიბრუნა სიმონ მეფემ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 613 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 768 366 402
2014[1] 613 302 311
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ., გვ. 75-76
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II