შინაარსზე გადასვლა

ბიისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ბიისის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში, ამაღლებულ ბორცვზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,1 × 5,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნალისებრ აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. აფსიდის ცენტრში დგას სატრაპეზო ქვა.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.