წედისის ხვედელას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წედისის ხვედელას ეკლესიაეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში. მდებარეობს სოფელში, საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით, გამოყენებულია შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდში, სხვადასხვა სიმაღლეზე, სწორკუთხა ნიშებია. ორი — ჩრდილოეთ მხარეს, ერთი — სამხრეთით. ერთი სარკმელი დასავლეთ კედლის შუაშიცაა. დარბაზის კამარა წყვილ კრონშტეინზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს. ჩრდილოეთით, სარკმლის გასწვრივ დიდი ნიშია (სამსხვერპლო?).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]