ქორდის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქორდის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდის განაპირას, აღმოსავლეთით. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ), ფასადები წითელი ქვისაა. სახურავი დაზიანებულია. შენობა შიგნიდან შელესილი ყოფილა. ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილია შესასვლელი და ერთი სარკმელი, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაში - თითო სარკმელი. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული კამარის საბჯენი თაღი. კონქიც შეისრული ფორმისაა. ფასადებზე სარკმლების სათაურები დეკორირებულია. აღმოსავლეთის ფასადის კეხის ქვეშ ჩაშენებულია აქ ადრე მდგარი (XI-XII სს.) ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ გამოსახულია დიდი რელიეფური ჯვარი, მარჯვნივ ადამიანის ფიგურაა, რომელსაც მარცხენა ხელში მოზრდილი ჯვარი უჭირავს. ეკლესიაზე სამხრეთით მიდგმულია კარიბჭე, რომელსაც სამხრეთით შეწყვილებული ლილვებით მორთული შესასვლელი აქვს. ნაგებობას ბრტყელი, შვერილი ლავგარდანი აქვს შემოვლებული. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.