ფლავის ივანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფლავის ივანე ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის სამხრეთით ერთი კილომეტრის მოშორებით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (11 X 6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები ამოყვანილია მოწითალო ფერის ნატეხი ქვის კვადრებით. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. გრძივი კედლების თითო პილასტრზე გადადის საბჯენი თაღი, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. კედლებზე დეკორად თაღებია. აღმოსავლეთ. ფასადზე, სახურავის ქვევით, კედელში ჩასმულ მოწითალო კლდის ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.

ეკლესიას სამხრეთით მინაშენი (სიგრძე 1,8 მ) აქვს, რომლის ექვსი სვეტი შენობის სამხრეთ კედელზეა მიდგმული. სვეტებზე გადადის თაღები. კამარა ცილინდრულია. მინაშენის სამხრეთით გეგმით ოთხკუთხა კარიბჭეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.