ზერტის წმინდა გიორგის ეკლესია (1839)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზერტის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1839 წელს.

ეკლესია დარბაზულია (11 X 7 მ), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია აგური, ნატეხი და შირიმის ქვაც. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთითაა. ოდნავ ბრტყელი ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მოზრდილი ნახევარწრიული ნიშებია. ნიშები გადახურულია კონქით. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომელთა იმპოსტებზე გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმლებია, დასავლეთის კედელში კი ორივე მხრიდან თაღოვანი. ამ სარკმლის წირთხლი აგურისა და შირიმის ქვის მონაცვლეობითაა ნაგები. კედლები შიგნიდან შელესილია. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, აგურის წყობით გამოყვანილია განედლებული ჯვარი, რომლის ზედა მკლავი წაგრძელებულია. ჯვარსა და შესასვლელის თაღს შორის სწორკუთხა ნიშია. ნიშში ჩასმულია წარწერიანი ფილა:

ვიკიციტატა
„„ჩყლთ წელსა აღვაშენეთ ეკლესია ესე წმ. გიორგისა ჩვენ ზერტი მცხოვრებელთ ერთობით ქართველთა და სომეხ სასაფლაოთა ჩვენის მუშაკობითა შემწეობითა“.“

შენობას შემოვლებული აქვს აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]