შინაარსზე გადასვლა

თორტიზის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თორტიზის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,5 X 5,3 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. შენობის კუთხეებში, კარისა და სარკმლების წირთხლებზე გამოყენებულია კვადრატული აგურიც. სამხრეთის კედელში არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშიცაა. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა - დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთ კედლის მიმდებარე და აფსიდის ორსაფეხურიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს ემყარება. დასავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოსახულია ჯვარი. შენობას აგურისავე თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი კვადრატული აგურისაა: დასავლეთით ეკლესიას აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო ადგას.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.