შინაარსზე გადასვლა

ზეღდულეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზეღდულეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ზეღდულეთი
კოორდინატები 42°03′11″ ჩ. გ. 44°13′21″ ა. გ. / 42.05306° ჩ. გ. 44.22250° ა. გ. / 42.05306; 44.22250
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 872[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %
ოსები 1,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზეღდულეთი — საქართველო
ზეღდულეთი
ზეღდულეთი — შიდა ქართლის მხარე
ზეღდულეთი
ზეღდულეთი — გორის მუნიციპალიტეტი
ზეღდულეთი

ზეღდულეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).

მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე, მდინარე ბერშოულის (მეჯუდის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 700 მ-ზე, ქალაქ გორიდან 15 კმ-ში.

სოფელი XVIII საუკუნის წერილობით წყაროებში იხსენიება სხვადასხვა ფორმით: ზევდულეთი („განჩინება ამირინდო ამილახორისა და მისი ბიძაშვილების ყმა-მამულის საქმეზე“, 1754),[2] ზღდულეთი (ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“ თანდართული სოფლების სია), ზღუდლეთი (იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერა“).[3]

ზეღდულეთის ჩრდილოეთით დგას ღვთისმშობლის ერთნავიანი („მცირე“) ეკლესია. მის სიახლოვეს ნასოფლარის ნაშთებია. სოფლის შუაში, სასაფლაოზე, ღვთისმშობლის ერთნავიანი („დიდი“) ეკლესიაა. ორივე ეკლესია გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 872 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1052 526 526
2014[1] 872 449 423