ერგნეთის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერგნეთის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაშენია რიყის ქვით. კედლების კუთხეები, სარკმელის, კარის საპირეები და კარნიზი – თლილი ტუფისაა. ინტერიერი და ფასადები გალესილია. გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა ცენტრში ვიწრო, თაღიანი სარკმელით. ასეთივე სარკმელია სამხრეთის კედელშიც, ხოლო დასავლეთით – გაგანიერებული და აგურით ამოყვანილი სარკმელია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნახევარშია. კამარა ცილინდრულია. აფსიდის იატაკი აგურითაა მოგებული, დარბაზისა – ბეტონით. აბსიდის ჩრდილოეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა, კედელზე მიდგმულია სწორკუთხა ტრაპეზის ქვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 454