დიდი ატენის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდი ატენის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ძველ უბანში. ასომთავრული წარწერის მიხედვით აგებულია 1060-1072 წლებში.

ეკლესია დარბაზულია (7,45 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. დაზიანებულია ფასადები, სახურავი და ლავგარდანი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აფსიდის იატაკი, დარბაზის იატაკთან შედარებით, სამი საფეხურით მაღალია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სატრიუმფო თაღი თაროსებრ კაპიტელებს ეყრდნობა. კედლებს შიგნით გასდევს ქვის საფეხური. ეკლესია შელესილი ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადის სარკმელს ტუფის ქვის ნახევარწრიული თავსართი და სწორკუთხა არშია აქვს. ქვაზე ამოკვეთილია რამდენიმე ასომთავრული ასო. დასავლეთ ფასადის ფრონტონში ჩასმულ ქვაზე კი შვიდსტრიქონიანი, ძლიერ დაზიანებული ასომთავრული წარწერაა, რომლის მიხედვით ეკლესია აგებული უნდა იყოს ბაგრატ IV-ის მიერ. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია თავდაპირველი თაროსებრი ლავგარდნის გადანაკეცი ხოლო სამხრეთ ფასადზე - ორი ლილვითა და წრეთარგით შედგენილი, გვიანდელი ლავგარდნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]