ჯარიაშენის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯარიაშენის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (10,2 X 6,2 მ.), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორსავე მახარეს - თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებშიცაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. სახურავი კრამიტისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.