შავშვების ღვთისმშობლის ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
შავშვების ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების სამხრეთით ერთ კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (12,1 X 5,7 მ). ნაგებია კირქვის კვადრებით. 1920 წლის მიწისძვრამ შენობა ძლიერ დააზიანა. კედლები ორმეტრმდეა შემორჩენილი. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. აფსიდი ნახევარწრიულია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 118, თბ., 1990 წელი.