ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით. აგებულია 1830 წელს.

ეკლესია დარბაზულია (11,7 X 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია აგურით. ეკლესიის არქიტრავით გადახურული შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთისაში - ერთი. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრებია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთ კედლისა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე, მარმარილოს პატარა დაფაა მხედრული წარწერით (დაზიანებულია), რომლის თანახმად ეკლესიის აღმშენებლები გიგაურები ყოფილან. დასავლეთის ფასადზე გამოსახულია აგურის სამი მოზრდილი ჯვარი. შენობას შემოვლებული აქვს აგურით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი და რამდენიმე სარტყელი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]