ახალი ჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახალი ჯვრის ეკლესიაეკლესია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილზე. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (7,15 X 4,75 მ), ნაგებია აგურით, გამოყენებულია აგრეთვე ნატეხი და რიყის ქვა. ეკლესიის მაღალი და განიერი თაღოვანი კარი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე, კედელზე, მიდგმულია ოთხკუთხა სატრაპეზო ქვა. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მასიური ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი. პილასტრებს მარტივპროფილიანი კაპიტელები აქვს. ეკლესია შიგნიდან შელესილია. იგი გარედანაც ყოფილა შელესილი. ლავგარდანი აგურის სამი რიგისაგან შედგება. ორფერდა სახურავი კრამიტისაა. დასავლეთის ფრონტონის კეხზე დგას სამრეკლო - თაღებით გახსნილი ოთხბოძიანი ფანჩატური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 5. თბ., 1990